პროცესის აღწერა

     თავიდანვე გეტყვით, რომ დაბალბიუჯეტიანი სულაც არ ნიშნავს დაბალ ხარისხიანს. ჩემი აწყობილი საიტების უმეტესობა საკმაოდ მაღალ პოზიციბს იკავებენ საძიებო სისტემების რეიტინგებში.

     ამდაგვარ საქმეში მთავარია სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომები. აუცილებელია თავიდანვე კარგად გაიაზრო რად გინდა საიტი. ყოველ დეტალს სკურპულოზურად და დაუზარებლად უნდა შესრულება. სურათების დამუშავება, ტექსტების დაწერა, საიტის სქემის მოფიქრება და ა. შ... ყველაფრის ერთობლიობა იძლევა მაქსიმალურ შედეგს.

     საიტების უმეტესობა ეხმარება მფლობელებს მარტივად და სრულად გააცნოს მომხმარებელს თავისი პროდუქცია ან სერვისი. ამდაგვარ საიტებზე შეიძლება განათავსოთ უამრავი ინფორმაცია რომელიც დააინტერესებს თქვენს მომხმარებელს.

     არსებობს საიტები რომელიც მხოლოდ კომპანიის ან კერძო პირის იმიჯისთვის კეთდება. ასეთ საიტებს არც კლიენტი მოჰყავს და არც განსაკუთრებულ ინფორმაციას შეიცავს. უბრალოდ საჭიროა რომ ჰქონდეთ და აქვთ კიდეც.

     ყველაზე სასურველი საიტები კი ისინია, რომლებიც საძიებო სისტემებში "დიდი პატივისცემით" სარგებლობენ. ასეთი საიტების გაკეთება უაღრესად ძნელია და განსაკუთრებულ გამოცდილებაზეა დამყარებული. უმეტეს შემთხვევაში დიდ სარეკლამო დანახარჯებს მოითხოვს. წარმოიდგინეთ რამდენი ძლიერი კომპანიებია სხვადასხვა სფეროში და ყველას აქვს სურვილი საძიებო სისტემამ მათი საიტი პირველ გვერდზე დასვას. დაბალი ბიუდჟეტის პირობებში ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. თუმცა ამის გარანტიას ვერავინ და ვერასოდეს ვერ მოგცემთ. ეს მხოლოდ საძიებო სისტემების რობოტებზეა დამოკიდებული.

რას გთავაზობთ

     გთავაზობთ რეალურად 250 ლარიდან მარტივი და კარგი საიტის აწყობას. აუცილებლად გათვალისწინებული იქნება თქვენი მოსაზრებები როგორც სტრუქტურული მონახაზის, ფერების სპექტრის, სურათების მოძიების და სხვა თქვენთვის მნიშვნელივანი ასპექტების რეალიზაცია საიტის აწყობის პროცესში. ფასის ზრდა დამოკიდებულია დროის მონაკვეთზე. რაც უფრო მეტი გვერდია საიტზე მით უფრო მეთი დროა საჭირო.

     მაგალითად პერსონალური ლოგოს დამზადება სხვა პროგრამების დახმარებით სრულდება (photoshop, corel), რაც დამატებით დროს და ენერგიას მოითხოვს.

     ყველა ამდაგვარი ნიუანსი კონსულტაციის დროს იქნება შეთანხმებული. 

განსაკუთრებული შეთავაზება

     ყველა საიტს ესაჭიროება შემდგომი მოვლა და დროდადრო შესწორებების შეტანა, რაც პრობლემებს უქმნის მფლობელებს საიტის გამოყენებაში, რადგან საიტის ამწყობი როგორც წესი ერთჯერადად გემსახურებათ.

     აქედან გამომდინარე გთავაზობთ თვეში 30 ლარად საიტის მიხედვას და დროდადრო მონაცემების შეცვლას. ფასი გაიზრდება, თუკი შესწორებების შეტანა იქნება ხშირი და მოცულობითი.

     ამ შეთავაზების ფარგლებში თქვენი საიტი მოთავსდება ჩემს მიერ დაქირავებულ ჰოსტინგზე, რაც აგარიდებთ ჰოსტინგის ყოველწლიურ ხარჯებს.

     ასევე მიიღებთ ფასდაკლებას საიტის დამზადებაში (100 ლარიდან - 300 ლარამდე).

ჩვენი გაკეთებული საიტები
advokatebi.ge aviabiletebi.ge aveji.info
satamasho.ge targmna.org xelosnebi.ge
avtoskola.net avejisgaketeba.ge dasveneba.com
matrasebi.com eleqtriki.com minanqari.ge
samkervalo.ge santeqniki.ge tarjimani.ge